კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 20 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება სამგორის რაიონის ზოგიერთ ქუჩას. ელექტროენერგიის შეწყვეტისა და აღდგენის გრაფიკი ასეთია:
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, აბზიანიძის, ესენინის, ამილახვარის, ბანეთიშილის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ფიროსმანის, საფაროვა-აბაშიძის, წუწუნავას, პეტრიწის, გოკიელის, სააკაძის, ფრისის და რაჭის ქუჩების მოსახლეობას.