11 აგვისტო 2026,   15:34
ვრცლად
"ყველა რესურსი იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას გადაჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენი რეგიონის წინაშე დგას" - გურიის რწმუნებული

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, იმისთვის, რომ დროულად იქნას გადაჭრილი სტიქიით გამოწვეული პრობლემები. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, დარჩენილია სოფლები, სადაც გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა, მისივე ინფორმაციით, აქტიურად გრძელდება თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები.

"გურიის რეგიონში სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია სპეციალური შტაბი. 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. აქტიურ კომუნიკაციაზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად მოხდეს ყველა საჭიროებასა და შეტყობინებაზე რეაგირება. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით გვაქვს ისეთი სოფლები, სადაც გადაადგილება შეუძლებელია. მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" და "სოკარის" თანამშრომლები, რათა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოხდეს ელექტრო ენერგიის და გაზმომარაგების მიწოდების აღდგენა.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამაშველო ღონისძიებებში დღეიდან ჩაერთვება შეიარაღებული ძალები. ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში და ეფექტურად იქნას გადაჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენი რეგიონის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე დგას," - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში, გიორგი ურუშაძემ.

 
დღის ამბები