19 მარტი 2025,   22:35
ვრცლად
"მოლაპარაკება კარგად მიდის" - ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მეორე პირდაპირი კონტაქტი რუსეთის პრეზიდენტთან, ამერიკის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ - დაანონსებული სატელეფონო ზარი შედგა.

      საუბარი ორი საათი გაგრძელდა. "მოლაპარაკება კარგად მიდის" - ამ ორი საათის განმავლობაში მხოლოდ ეს ერთი ინფორმაცია გავრცელდა. პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ ჩქარობს, დონალდ ტრამპს კი დროულად უნდა თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება და უკრაინის ომის დასრულება.

      ტრამპი ამბობდა, რომ კრემლს ყველა კოზირი ხელში არა აქვს, რაც ისე აღიქვეს, რომ თეთრმა სახლმა ზეწოლის მიზნით რუსეთს შესაძლოა უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციებიც კი დაუწესოს, ვიდრე ჯო ბაიდენმა. თუმცა, დღევანდელი სატელეფონო საუბრის წინ ვლადიმერ პუტინმა არ გამორიცხა პირიქით, სანქციების შერბილება.

      "ვიცი რომ ახლა საქმიან საექსპერტო წრეებში ფართოდ განიხილება, თუ რა იქნება შემდგომ არალეგიტიმურ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთისთვისაა დაწესებული. ჩვენი კომპანიების, მოქალაქეების მიმართ, მოგვიხსნიან, დატოვებენ თუ გააძლიერებენ. სანქციები არ არის დროებითი ან წერტილოვანი ზომები, ეს ჩვენს ქვეყანაზე სისტემური სტრატეგიული ზეწოლის ნაწილია. როგორიც არ უნდა იყოს ვითარება, როგორიც არ უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა ჩვენს კონკურენტებს ყოველთვის ენდომებათ შეაკავონ და დაასუსტონ ჩვენი ქვეყანა. გარემოებაში, როდესაც ქარის მიმართულება შეიცვალა, მათ საკუთარ თავს სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობა დაუტოვეს,"- აცხადებს პუტინი.

      აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აცხადებს:

      "ცუდი სიტუაციაა რუსეთში და ცუდი სიტუაციაა უკრაინაში. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი შესათანხმებელი რჩება. თქვენ ნახეთ მცირე სცენა ოვალურ კაბინეტში, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ისინი სწორ საქმეებს აკეთებენ, ჩვენი მიზანი იყო გვეიძულებინა უკრაინა სწორი გადაწყვეტილებები მიეღო. რაც არ იყო მარტივი. ახლა სწორად იქცევიან. ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას. ვფიქრობ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო,"- აღნიშნა ტრამპმა.

      დღის ამბები
      მეტი