19 მარტი 2025,   18:46
ვრცლად
სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა - დასაქმებულების რაოდენობა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაითვალა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და 1,7 %-ს გაუთანაბრდა. დასაქმებულების რაოდენობა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაითვალა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში, სამუშაო სიღარიბე ორჯერ, 2012 წელთან შედარებით კი 5-ჯერ შემცირდა.

      ორგანიზაციამ 2000 - 2024 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. მაგალითად 2000 - 2003 წლებში ზღვარს მიღმა, დასაქმებულთა 11%-ი იყო. ვითარება თითქმის არ შეცვლილა, 2004-2012 წლებში, რა დროსაც 10%-ს, ანუ საშუალოდ ყოველი მეათე დასაქმებული იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა. წინა წლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 1,7%-მდე შემცირდა.

      სიღარიბის დონის შემცირება კავშირშია შემოსავლების ზრდასთან. 2024 წლის მე-4 კვარტალში, საშუალო თვიური ხელფასი 8.5%-ით , 173 ლარით გაიზარდა და 2217 ლარი გახდა

      ექსპერტები ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე საუბრობენ და იმ პარამეტრებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც პოზიტიურ მაჩვენებლებს განსაზღვრავს.

      რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, მთავრობის ეკონომიკური გუნდში, წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, დადებითი ტენდენციების შენარჩუნებას ელოდებიან.

      დღის ამბები
      მეტი