24 მარტი 2025,   12:13
ვრცლად
სოციალური უთანასწორობა, პატრიარქალური მენტალიტეტი და ადამიანის ყოფის ტრაგიზმი - "დარისპანის გასაჭირი" რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სოციალური უთანასწორობა, პატრიარქალური მენტალიტეტი და ადამიანის ყოფის ტრაგიზმი - ერთი საუკუნის წინ დაწერილი ნაწარმოები თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს დღესაც პასუხობს.

      რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე დავით კლდიაშვილის უკვდავი კლასიკა "დარისპანის გასაჭირი" კიდევ ერთხელ გაცოცხლდება.

      სპექტაკლი ხელმოკლე გლეხების ცხოვრებას ასახავს.

      დრამა, რომელსაც ავტორი სარკაზმით გადმოსცემს რეჟისორი და თეატრალური დასი თანამედროვე ელემენტებით ამრავალფეროვნებს.

      პიესის თანამედროვე ინტერპრეტაციაში რამდენიმე გამოგონილი პერსონაჟიც გვხვდება, რომლებიც ტრაგიკომედიას მეტ სიცხადეს სძენენ, სცენის დეკორაცია კი პერსონაჟების სოციალურ სტატუსსა თუ ემოციურ მდგომარეობას ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს.

      რუსთავის თეატრის სცენაზე გათამაშებული "დარისპანის გასაჭირი", ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოების პრობლემებს სარკესავით ასახავს, თუმცა სპექტაკლს საბოლოოდ მაყურებელი 22 მარტს შეაფასებს.

      ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.

      დღის ამბები
      მეტი