31 მარტი 2025,   16:23
ვრცლად
დონალდ ტრამპი საარჩევნო კანონმდებლობას ამკაცრებს - ამერიკის პრეზიდენტმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      გრძელ გზაზე, ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - დონალდ ტრამპმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ კანონი შტატებს ყველა კანონიერად დარეგისტრირებული ამომრჩევლის ზუსტი და აქტუალური სიის წარმოებას ავალებს.

      არჩევნებზე ხმების დაცვის საუკეთესო გზებზე დონალდ ტრამპის შემდეგ ილონ მასკმაც ისაუბრა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყანას შორის მაგალითად, საქართველოც დაასახელა. შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებასაც ეთანხმება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულის სანაცვლოდ ამერიკულ არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.

      არჩევნებში უცხოელების მონაწილეობას ფედერალური კანონები კრძალავს, თუმცა რამდენიმე შტატი მოთხოვნას არ ასრულებს - დონალდ ტრამპი მათ კონსტიტუციას ახსენებს და ამ პრობლემის გამოსწორებასაც აანონსებს.

      კანონის აღსრულება ტრამპმა ქვეყნის გენერალური პროკურორსა და ხაზინის დეპარტამენტს დაავალა. დოკუმენტის მიზანი, რომელიც ძალაში უკვე შევიდა, აშშ-ში არჩევნების სამართლიანად ჩატარებაა.