
Nebula AI Hub-მა ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების მიზნით, Mastercard-თან თანამშრომლობის მემორანდუმი და Fastoo-სთან სპონსორობის შეთანხმება გააფორმა.
Nebula AI HUB-ი ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე, Fastoo-ს მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზნით შექმნილი პლატფორმაა, რომელიც ქუთაისელ ახალგაზრდებს მრავალ საგანმანათლებლო და კარიერულ შესაძლებლობას ჰპირდება.
შეთანხმებები ოფიციალურად 28 მარტს გაფორმდა: თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს Nebula AI Hub-ის დირექტორმა ნატალია პატარიძემ და Mastercard-ის რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ზღუდაძემ, ხოლო სპონსორობის შეთანხმებას - ნატალია პატარიძემ და Fastoo-ს გენერალურმა დირექტორმა ვახო ჭითავამ.
სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნასაგანმანათლებლო კურსები ხელოვნური ინტელექტის(AI), ფინანსური განათლების, ელ. კომერციისა დაკიბერუსაფრთხოების მიმართულებებით.
ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების სრულიკურსი 2025 წლის აპრილიდან დაიწყება. 8 კვირიანიკურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები შეძლებენდამოუკიდებლად შექმნან AI თულები, მათ შორის AI-ითმართული ჩატბოტები, სურათების ამოცნობისმოდელები, პროგნოზირებადი ანალიტიკის თულები, AI რეკომენდაციის ალგორითმები AI-ით გენერირებულიკონტენტი და ვებ-აპლიკაციები. თეორიული ცოდნისა დასაჭირო უნარების გამოყენება კი, სხვადასხვა მიმართულებით - ფინანსებში, მარკეტინგში, ელ. კომერციასა და მედიაინდუსტრიებში შეეძლებათ.