
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, მიანმარში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ცენტრალურ მიანმარში მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგის ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში, 10 კმ სიღრმეზე იყო. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთსა და ტაილანდში.
მინიმუმ 70 მშენებელი მუშა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც, ბანგკოკიდან ასობით მილის დაშორებით, დაუმთავრებელი მაღალსართულიანი შენობა ჩამოინგრა.
მანდალაიში, მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქში, მაშველმა BBC-ს განუცხადეს, რომ მიწისძვრისგან მიყენებული ზიანი ძალიან დიდია, "ასობით" ადამიანი კი დაიღუპა. ამ დროისთვის, დადასტურებულია სულ მცირე 8 ადამიანის დაღუპვა.