01 აპრილი 2025,   05:02
ვრცლად
მიანმაში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - დანგრეულია შენობები, დაზიანებულია გზები

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიანმარის ცენტრალურ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგიდან ჩრდილო-დასავლეთით, 16 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ძლიერი ბიძგები გავრცელდა ტაილანდსა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში.

სოციალურ მედიაში გავრცელდა დანგრეული შენობებისა და დაზიანებული საავტომობილო გზების ვიდეოკადრები.

დაღუპულების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ინფორმაცია განახლებადია.

დღის ამბები
მეტი