
ძლიერი მიწისძვრა მიანმარში - დაღუპულია 8 ადამიანი. შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
ამ წუთებში მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. დანგრეულია მაღალსართულიანი შენობები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, გზები და ხიდები. ბიძგების სიმძლავრემ 7.7 მაგნიტუდა შეადგინა.
ძლიერი მიწისძვრა იყო ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკშიც. ბიძგები იგრძნობოდა ჩინეთის იუნანის პროვინციაშიც.