02 აპრილი 2025,   04:58
ვრცლად
1002 გარდაცვლილი - მოსალოდნელია, რომ მიანმარში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება

მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1002-მდე გაიზარდა. 

დაშავებულია 2376 ადამიანი, ხოლო 30 დაკარგულად ითვლება.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები სწარაფად ახლდება. მოსალოდნელია, რომ რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიანმარის ცენტრალურ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. სტიქიური მოვლენის გამო, მიანმარში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგიდან ჩრდილო-დასავლეთით, 16 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ძლიერი ბიძგები გავრცელდა ტაილანდსა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში.

სოციალურ მედიაში გავრცელდა დანგრეული შენობებისა და დაზიანებული საავტომობილო გზების ვიდეოკადრები.