02 აპრილი 2025,   04:38
ვრცლად
უკვე ოფიციალურად, სახელმწიფო დეპარტამენტი USAID-ს ფაქტობრივად შლის - სააგენტოს რეორგანიზაცია პირველ ივლისამდე განხორციელდება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკვე ოფიციალურად, სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფაქტობრივად შლის და მის ზოგიერთ ფუნქციას სახელმწიფო დეპარტამენტი შეითავსებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. ამერიკული მედიის ცნობით, სააგენტოს რეორგანიზაცია პირველ ივლისამდე განხორციელდება.

      ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ი დაადანაშაულა გადასახადის გადამხდელთა ფულის არასწორ მართვაში და საზღვარგარეთული პროგრამების დაფინანსებაში, რაც არ შედის აშშ-ს ინტერესებში. USAID-ის ამჟამინდელი, ყოფილი თანამშრომლები და დახმარების ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სააგენტო იდეალური არ არის, მაგრამ აკმაყოფილებს სასიცოცხლო ჰუმანიტარულ საჭიროებებს და აძლიერებს ამერიკის რბილ ძალას.