02 აპრილი 2025,   02:45
ვრცლად
გივი მიქანაძე - "აქვთ თუ არა სურვილი, მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული, იმ პერიოდისთვის ეს პარტიები პოლიტიკურ ველზე აღარ იარსებებენ"
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      განხილვის თემაა მმართველი გუნდის ინიციატივა იმ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომლებიც "ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან". ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტულ პარტიებს პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავს, ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ:

      "მათ აქვთ თუ არა სურვილი, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ეს მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული. რეალურად, ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან იმ პერიოდისთვის, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, 4 ოქტომბერს, ეს პარტიები პოლიტიკურ ველზე უბრალოდ აღარ იარსებებენ,"- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.