02 აპრილი 2025,   01:16
ვრცლად
"მეგობარი აქტი" და პოლიტიკური შეფასება - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის ზეიმი ნაადრევია, რადგან კანონპროექტის კანონად ქცევამდე წინ გრძელი გზაა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ჯო უილსონისა და ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილი ორპარტიული დოკუმენტი, მმართველი გუნდისთვის "მტრობის აქტია", რომლის უკანაც "დიფ სთეითი" დგას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის ზეიმი ნაადრევია, რადგან კანონპროექტის კანონად ქცევამდე წინ გრძელი გზაა. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილმა დოკუმენტმა დღის სინათლე ვერც იხილოს.

      ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულად გადახედვა, დახმარების პროგრამები, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარება და ამერიკის პრეზიდენტისთვის ვალდებულების დაკისრება საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესოს- დოკუმენტის შინაარსის სულისკვეთებას სრულად იზიარებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მისი მთავარი მიზანი, საქართველოს და ქართველი ხალხის დახმარებაა.

      ის, რაც ოპოზიციისთვის მეგობრობაა, მტრობის ტოლფასია "ქართული ოცნებისთვის". მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონგრესმენების მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიზანი, ოპოზიციის აქციების წახალისებაა, თუმცა განმარტავენ, რომ მიზანი რეალობად ვერ იქცევა. სახელისუფლებო პარტია ყურადღებას კანონპროექტის მხარდაჭერის პროცედურებზეც ამახვილებს.

      ჯო უილსონისა და ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილ დოკუმენტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. მას ათამდე სხვა კანონპროექტთან ერთად უყარეს კენჭი, მათ შორის იყო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა დოკუმენტის საბოლოოდ დასამტკიცებლად ავტორებს დამატებითი პროცედურების გავლა მოუწევთ, რასაც შესაძლოა 6 თვე დასჭირდეს.

      ავტორი: ნანა გოგატაძე.