02 აპრილი 2025,   01:24
ვრცლად
დანიის უარი, ტრამპის განზრახვას ვერ ცვლის - ამერიკის 47-ე პრეზიდენტის თქმით, გრენლანდია გლობალური უსაფრთხოებისთვის და შტატების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის სჭირდება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      დანიის უარი მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულის ამერიკისთვის გადაცემაზე, შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. დონალდ ტრამპს გრენლანდია გლობალური უსაფრთხოებისთვის და შტატების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის სჭირდება.

      ის, რაზეც დონალდ ტრამპი ვაშინგტონიდან საუბრობს, ჯეი დი ვენსმა გრენლანდიაში გააჟღერა. გრენლანდია არქტიკაში მდებარეობს, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსული ფლოტი და ჩინური ინვესტიციები ძლიერდება. სწორედ ამ მიზეზით, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დანიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არ შეიძლება ჩინეთ-რუსეთის გავლენა უყურადღებოდ დარჩეს.

      არქტიკის უსაფრთხოება რომ უფრო მაღალ პრიორიტეტად უნდა იქცეს, ამბობს დანიის პრემიერ-მინისტრიც, თუმცა მეტე ფრედრიქსონი ჯეი დი ვენსის კრიტიკულ განცხადებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები ამერიკა-დანიის ურთიერთობებს სამართლიანად არ ასახავს.

      ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკური ვექტორი აზიისკენაც არის მიმართული. 47-ე პრეზიდენტი ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს. დონალდ ტრამპმა ისლამურ სახელმწიფოზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ამ უკანასკნელმა ამერიკიდან წერილი მიიღო. წერილის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტი ირანს ბირთვულ იარაღზე სამუდამოდ უარის სათქმელად ორ თვიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო მოქმედებებით ემუქრება

      აქტუალურია კანადის საკითხიც, სადაც ჯასტინ ტრუდო მარკ კარნმა ჩაანაცვლა. ახალ პრემიერსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა, თუმცა ამერიკის პრეზიდენტს კარნთან, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, კანადის შეერთებულ შტაბებთან შეერთების საკითხი არ განუხილავს.

      ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, სისრულეში მოჰყავს ქვეყნის შიგნით დაწყებული ცვლილებებიც. უკვე ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფაქტობრივად შლის. ინფორმაციას CNN ავრცელებს. უწყების ზოგიერთ ფუნქციას თავად დეპარტამენტი შეითავსებს. ამერიკული მედიის ცნობით, USAID-ის რეორგანიზაცია პირველ ივლისამდე განხორციელდება. სააგენტო გადასახადის გადამხდელთა ფულის არასწორ მართვასთან ერთად მძიმე დანაშაულებშიც არის ბრალდებული, მათ შორის არის - ტერორიზმის დაფინანსება, ცენზურა და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა, მსოფლიოში რეჟიმების შეცვლის მცდელობა, ექსტრემისტული და რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერა.

      დონალდ ტრამპი ქვეყნის შიგნით და გარეთ გავლენებს აძლიერებს. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ხელმეორედ ხელისუფლებაში ორი თვის წინ დაბრუნდა.