02 აპრილი 2025,   01:16
ვრცლად
ფინანსური თანამშრომლობა ჩინეთთან - რას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ეროვნულ და ჩინეთის ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ორ ქვეყანას შორის საფინანსო სექტორში თანამშრომლობა, სისტემური რისკების შემცირება და ფინანსური სტაბილურობის კიდევ უფრო გამყარება - ეს ის მიმართულებებია, რასაც საქართველოს ეროვნულ და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს. ნათია თურნავა განმარტავს, რომ დოკუმენტი ქვეყნებს შორის საბანკო სექტორის დაახლოებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

      პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციაშიც. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საქართველოს როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაკავშირებადების ნაწილში.

      ვიზიტის ფარგლებში, განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემა, საბანკო სისტემის განვითარების სამომავლო პერსპექტივები იყო. მხარეებმა საგადასახადო და მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობასთან ერთად, ჩინური ინვესტიციების მაქსიმალური მოზიდვის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

      ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის რამდენიმედღიანი შეხვედრები პეკინში დასრულებულია.