
უკრაინაში ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონზე დრონებით იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის, ვრცელდება ინფორმაცია ექვსი დაჭრილის შესახებ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაცემებით, თავდასხმის სამიზნე ქალაქის ახლოს მიმდებარე სოფლები და დასახლებები იყო. რუსულმა ძალებმა ისინი დრონებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან დაბომბეს.
თავდასხმა იყო ხარკოვზეც. ქალაქის კიევის რაიონში ექვსი აფეთქება მოხდა. იწვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ მეხანძრე-მაშველები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.