
ქედაში, სოფელ წონიარისში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა.
შემთხვევის შედეგად, ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, მასთან ერთად მყოფი ორი ადამიანი კი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე, ამ დროისთვის, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.