11 აგვისტო 2026,   20:40
ვრცლად
აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ის გიორგი ბუხრაშვილია. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შსს-ში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ცვლილება როტაციის ფარგლებში განხორციელდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად", - აცხადებენ შსს-ში.

ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რომელ დეპარტამენტს ვინ უხელმძღვანელებს.

დღის ამბები