გადაწყვეტილება, რომელზეც სტუდენტები საუბრობენ უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის პროგრამის დაბრუნებას გულისხმობს. ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, საბაკალავრო საფეხურს შეეხება სავალდებულო საგანს კი ყველა ფაკულტეტზე გაივლიან.
საკანონმდებლო წინადადება ენათმეცნიერებს ეკუთვნით. ნანა მაჭავარიანი და გიორგი გოგოლაშვილი 2005 წელს გაუქმებული საგნის აღდგენაზე მრავალი წელი მუშაობდნენ.
საგანი, რომელიც პროგრამიდან წინა ხელისუფლების დროს ამოიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში პირველი ოქტომბრიდან დაბრუნდება. წინადადებას საკომიტეტო განხილვაზე კანონმდებლებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. გივი მიქანაძის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში, ქართული ენის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობდა, ახალი ინიციატივა კი ქართული ენის და ლიტერატურის სრულფასოვანი შესწავლის საშუალებას იძლევა.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ პარლამენტში შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი მომზადდება. კანონპროექტი სამივე მოსმენით საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დამტკიცდება.