მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც გვეხმარება. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ და ამ აღდგომამ გვაჩვენა, რომ რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს ომს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, 23 აპრილს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ლონდონში შეხვედრას გამართავენ.
"ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად კონსტრუქციულად განვაგრძოთ მუშაობა, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რასაც მოჰყვება რეალური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.