08 აგვისტო 2026,   17:52
ვრცლად
კორონავირუსის პანდემიის დროს დაჯარიმებულ კლინიკებს ჯარიმის 75%-ს არ გადაახდევინებს - ჯამური დავალიანება დაახლოებით 26 მილიონი ლარია

მთავრობა კორონავირუსის პანდემიის დროს დაჯარიმებულ კოვიდ კლინიკებს, ჯარიმის 75%-ს არ გადაახდევინებს. ჯამური დავალიანება დაახლოებით 26 მილიონი ლარია.

სახელმწიფო საავადმყოფოებს ორ ვარიანტს სთავაზობს - ჯარიმის დარჩენილი 25% უნდა დაფარონ 60 დღეში ან შეთანხმების საფუძველზე გადანაწილების პრინციპით ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადონ.

"ამაზე მსჯელობა დიდი ხნის წინ იყო დაწყებული. მე პირადად და, ასევე, კომიტეტს ძალიან გაგვიხარდა, რომ ჩვენი ერთობლივი პროდუქტი სამინისტროსთან მუშაობის შედეგად, კარგი სახით დაუბრუნდა სექტორს. საკმაოდ დიდ თანხებზე არის ლაპარაკი და მხოლოდ 25%-ის ვალდებულება დარჩება კლინიკას გადასახდელი, თან მათ გარკვეული დრო მიეცემათ ამისთვის," - აღნიშნა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ.

დღის ამბები