ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მორიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
06-05-2025 08:32
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მორიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. დაბაში განხორციელებული პროექტების ფარგლებში, მოეწყო სკვერი და რეაბილიტირდა მინი სტადიონი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 221 701 ლარია.