ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინის მიერ 8-10 მაისს გამოცხადებული სამდღიანი ზავის შეთავაზება "ძალიან ბევრია" იმასთან შედარებით თუ საიდან დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი. დონალდ ტრამპი იმეორებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება და მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ეს კონფლიქტი არასდროს დაიწყებოდა.
"როგორც იცით სულ ცოტა ხნის წინ პუტინმა ცეცხლის 3 დღიანი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ეს ძალიან ბევრია იმის გათვალისწინებით, თუ გვეცოდინება საიდან დავიწყეთ. ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც 3 წლის განმავლობაში არ დალაპარაკებია პუტინს. ეს ის ომია, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ძალიან იმედგაცრუებული დარჩებით, როდესაც გაიგებთ, რომ რეალური მსხვერპლი გაცილებით მეტია, ვიდრე გამოქვეყნებული ციფრები. ნავთობის ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, რუსეთში ნავთობის ფასი დაეცა, ამიტომ ვფიქრობ, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად კარგ პოზიციაში ვართ", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.