მტკვარში, სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, კიდევ ერთი პირის ცხედარი იპოვეს. დაღუპული მამაკაცის ცხედარი ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევას არ უკავშირდება, ის სხვა პერიოდში დაკარგული პირია. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავის 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაშველებმა მტკვარში 4 პირის ცხედარი იპოვეს, მათ შორის, ორი გარდაცვლილი ორი დღის წინ მომხდარი ავარიის მსხვერპლია, რომლებიც მტკვარში ჩავრდნილი მანქანის მგზავრები იყვნენ და ვისი სამაშველო-სამძებრო სამუშაოებიც ორი დღე ინტენსიურად მიმდინარეობდა. ისინი მაშველებმა დღეს დილით, გადავარდნილი მანქანის პოვნისას ამოასვენეს.
ერთ-ერთი ცხედარი აპრილში დაკარგულ ახალგაზრდა გოგონას ეკუთვნის და ის უკვე იდენტიფიცირებულია.
მაშველები მტკვარში გადავარნდილი მანქანის ბოლო, მე-4 მგზავრის საძიებო სამუშაოებს ისევ აგრძელებენ.