მტკვარზე წყლის დაწევის შედეგად, მაშველებმა მდინარეში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაღუპული 21 წლის გოგო აიტაჯ მამედოვაა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალის მკვიდრს აპრილის დასაწყისიდან ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მტკვარში "მშვიდობის ხიდიდან" პირველი აპრილის ღამეს გადავარდა.