08 აგვისტო 2026,   17:02
ვრცლად
წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრებისა და საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა - თემაზე კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა

წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან "კაკლების" მიმდებარედ, ფერდის გამაგრებისა და საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

დამცავ სისტემასთან ერთად, აშენდა რკინა-ბეტონის კედელი და მოეწყო სადრენაჟე სისტემა. დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა ტერიტორია.

პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონ 800 ათასი ლარით დაფინანსდა. თემაზე კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

დღის ამბები