08 აგვისტო 2026,   17:27
ვრცლად
სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი რიტმი" წლებია ქართულ საზოგადოებას საერთაშორისოდ ცნობილი არტისტების სტუმრობით ანებივრებს

ყოველთვის, როცა სცენაზე გამოდის, იმდენად ძლიერია მისი ემოციური და ფიზიკური ტრანსფორმაცია, რომ თითქოს თავიდან იბადება - ასე აფასებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავს ნატალია ოსიპოვას.

ქართველ მაყურებელს პირველად ექნება შესაძლებლობა ლონდონის სამეფო ბალეტის სოლისტის შთამბეჭდავი შესრულება იხილოს.

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - "თბილისი რიტმის" ფარგლებში, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, მოცეკვავე საპრემიერო ჩვენებით წარდგება.

ფესტივალის საორგანიზაციო გუნდმა ღონისძიების პროგრამა მედიას გააცნო. "ნატალია ოსიპოვა ბუნების ძალა" - ასე ჰქვია სპექტაკლს და ის ყველა დროის საუკეთესო ნამუშევრებს აერთიანებს.

კლასიკური და თანამედროვე ქორეოგრაფიული დადგმები, რომელიც არტისტის მრავალფეროვან ბუნებასა და შემოქმედებით თავისუფლებას უსვამს ხაზს.

მის გვერდით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო დასის წამყვან მოცეკვავეებს იხილავს.

"თბილისი რიტმი" წლებია ქართულ საზოგადოებას საერთაშორისოდ ცნობილი არტისტების სტუმრობით ანებივრებს.

შემთხვევითი არ არის, რომ ფესტივალს ვარსკვლავურ პროექტს უწოდებენ, რადგან დაარსების დღიდან არაერთ ვირტუოზ პიანისტსა და გამოჩენილ არტისტს უმასპინძლა.

ფესტივალი "თბილისი რიტმი" 2025 წლის სეზონს, 9 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრში არანაკლებ გამორჩეული მუსიკალური ღონისძიებით დახურავს. ლეგენდარული ფრანგი აკორდეონისტი, რიშარ გალიანო, საპრემიერო ალბომის პრეზენტაციისთვის ემზადება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები