11 აგვისტო 2026,   15:37
ვრცლად
"ყველა ნორმის დარღვევით, თავზე მეშოკწამოფარებული მე, უკანონოდ, ქართული და საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს" - გიორგი ბაჩიაშვილი

საქალაქო სასამართლოში, საზღვრის კვეთის საქმეზე, გიორგი ბაჩიაშვილის სხდომა გაიმართა. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

"ყველა ნორმის დარღვევით, თავზე მეშოკწამოფარებული მე, უკანონოდ, ქართული და საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს", - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. მან ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე განაჩენის გამოტანამდე დატოვა. ის 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. თავად დაკავებულმა სასამართლოში თქვა, რომ ის საზღვარგარეთ გაიტაცეს და ისე ჩამოიყვანეს.

 

დღის ამბები