
იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. სამტრედიაში, 450 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
პროექტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ითვალისწინებს ბავშვების საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნას. სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე გაეცნო.
"საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის" სახელმწიფო პროგრამით, იმერეთში უკვე დასრულებულია 12 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე კი 13 ობიექტზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.