
აშშ-ის მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და ამ ნაბიჯს "ისტორიის შცვლის გაბედული გადაწყვეტილება" უწოდა.
მან პრეზდეტნ ტრამს მადლობა გადაუხადა.
"გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ. თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, შტატების ძალის გამოყენებით ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესახებ ისტორიას შეცვლის.
მე და ტრამპი ხშირად ვახსენებთ ხოლმე ძალისმიერ მშვიდობას. პირველ ადგილზე ძალა დგას, შემდეგ კი მშვიდობა.
დღეს საღამოს დონალდ ტრამპმა და ამერიკამ დიდი ძალის პოზიციიდან იმოქმედეს. ოპერაცია "აღმავალი ლომის" დროს ისრაელმა მართლაც საოცარი რამ გააკეთა. ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ამერიკა ნამდვილად შეუდარებელი იყო. მან გააკეთა ის, რაც დედამიწაზე არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია. ისტორიაში ჩაიწერება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა იმოქმედა, რათა მსოფლიოს ყველაზე საშიში რეჟიმისთვის ყველაზე საშიში იარაღი არ მიეცა", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, აშშ-მა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განახორციელა.