
აშშ-მა, ირანის ატომურ სადგურებზე მასშტაბური იერიში მიიტანა. დაბომბილია ფორდოუს და კიდევ 2 ატომური სადგური. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თეთრი სახლიდან ეროვნულ მიმართვაში ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ მშვიდობის შეთანხმება უნდა დადოს, თორემ მომავალი თავდასხმები "გაცილებით უფრო მასშტაბური" იქნება.
მან ფორდოუს და კიდევ ორ ბირთვულ ობიექტზე დარტყმებს "სანახაობრივი სამხედრო წარმატება" უწოდა.
როგორც BBC წერს, ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ფორდოუს ობიექტის ნაწილზე "მტრული დარტყმები განხორციელდა", რითაც ზარალის მნიშვნელობის შემცირებას ცდილობს.