08 ივლისი 2025,   06:17
ვრცლად
ომი უკრაინაში - სუმისა და დონეცკის ოლქებში, ასევე ხარკოვში, აფეთქებებია

ომი უკრაინაში - სუმის ოლქში ოკუპანტის თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, სამი ადამიანი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ისინი, სხვადასხვა დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსხვერპლია დონეცკის ოლქშიც. რუსეთის ძალების იერიშის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები.

აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვში, დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე.

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. სტარმერმა უკრაინასთან თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოების ინიციატივის შესახებ გამოაცხადა.

დღის ამბები