თბილისის მერი, კახა კალაძე ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთასთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარები ქვეითებისთვის, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და გზის სავალ ნაწილს. დამონტაჟდება "ჭკვიანი შუქნიშნები".
პროექტის ღირებულება, რომელიც აგვისტოში დასრულდება ორი მილიონი ლარია.