06 აგვისტო 2026,   09:10
ვრცლად
ბოლო მონაცემებით, სადგურის მოედნის მიმდებარედ, შენობის ფასადის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევას, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ადგილზე სამუშაოები გრძელდება.

"ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. დამატებით, ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს. დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებზე", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მისივე თქმით, დაღუპულთაგან ერთი მამაკაცი, ერთი კი ქალია. 

 

დღის ამბები