საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და ხელოვნების სწავლა ახლა ერთ სივრცეშია შესაძლებელი. STEAM ბანაკი მასწავლებლებისთვის წელს პირველად მოეწყო და მასში ასობით პედაგოგი მონაწილეობს. მიზანი საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების დანერგვაა.
პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამბობენ, რომ STEAM პროფესიების განვითარება მათი მთავარი პრიორიტეტია.
ინიციატივა განათლების სამინისტროს ეკუთვნის. მონაწილეებს მინისტრი დღეს პირადად შეხვდა. გივი მიქანაძე აქცენტს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე აკეთებს და განმარტავს, რომ სტემ კლუბები მოსწავლეს პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.
STEAM პროგრამა ქუთაისში ორ ეტაპად ტარდება. მეორე ნაკადისთვის ბანაკი 18 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. სტემ კლუბში ათასამდე პედაგოგია დარეგისტრირებული.