08 აგვისტო 2026,   17:59
ვრცლად
სოფელ დიმში უბედური შემთხვევის შედეგად 38 წლის მამაკაცი დაიღუპა

ბაღდათში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ დიმში მოხდა. 38 წლის მამაკაცი კაშხალის მიმდებარედ, მდინარეზე ანკესით სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, თუმცა მას გული გაუჩერდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები