06 აგვისტო 2026,   19:51
ვრცლად
ელდარ შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

ელდარ შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ლეგენდარული რეჟისორი სიონის საკათედრო ტაძრიდან ტაშით გამოასვენეს. ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში, 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

მის ხსოვნას დილიდან მიაგებდნენ პატივს - სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად. სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე - რეჟისორის მეგობრები, კოლეგები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.

 

ავტორი:  ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები