04 ივნისი 2026,   19:30
ვრცლად
შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა

შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების, მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება.

რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ქართულმა ოცეულმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგი მიაყენა. უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე დაიღუპა.

დღის ამბები