სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
14-08-2025 14:29
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. პროგრამის პირველ ეტაპზე დაიწყო 47 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია, აქედან 11 ობიექტზე სამუშაოები უკვე დასრულდა.
პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა.