06 აგვისტო 2026,   19:33
ვრცლად
ბათუმში საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" ფარგლებში მეორე კონცერტი - "ვივალდის ციებ-ცხელება" გაიმართა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" ფარგლებში, მეორე კონცერტი - "ვივალდის ციებ-ცხელება" გაიმართა.

მსმენელის წინაშე წარსდნენ ბაროკოს მუსიკის ვარსკვლავები ანდრეს გაბეტა - ვიოლინო/დირიჟორი და მორის შტეგერი - ბლოკ-ფლეიტა, შვეიცარია, ასევე ფესტივალის საბაზო ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები".

საღამოზე შესრულდა ჰენრი პერსელის - გრაუნდი სემი-ოპერიდან "ტიმონ ათენელი", ანტონიო ვივალდის - ფლეიტის კონცერტი სოლ მინორი, RV439 "ღამე", პიეტრო ლოკატელის - კონჩერტო გროსო დო მინორი, თხზ.1 №11, იაკობ ვან ეიკის - ანგელოზების ბულბული, ანტონიო ვივალდის - სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, RV 208 Grosso Mogul, ანტონიო ვივალდის - ფლეიტის კონცერტი რე მაჟორი "Il Gardellino", RV 428, ანტონიო ვივალდის - სავიოლინო კონცერტი დო მაჟორი, RV 190, ანტონიო ვივალდის - ორმაგი კონცერტი ლა მინორი, თხზ.3 №8, RV522.

ტრადიციულად კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მსმენელმა კონცერტის მონაწილეები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

დღის ამბები