თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
წოვათის ხეობაში ხანძარი ალპურ ზონაში ბალახს გაუჩნდა. რთული რელიეფის გამო ადგილი ძნელად მისადგომია, ამიტომ, იქ მეხანძრე-მაშველების მიყვანა ვერტმფრენების გამოყენებით მოხერხდა.
ცეცხლის ქრობის პროცესი ასევე რთული რელიეფის გამო რამდენიმე საათს გაგრძელდა.