თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილზე სპორტული ცენტრის მშენებლობას განახორციელებს. ცენტრი მოიცავს ფეხბურთის დახურულ მოედანს, პადელის 2 კორტს, ფიტნეს დარბაზს და ღია საცურაო აუზს მოძრავი გადახურვით.
ტერიტორიის განაშენიანების ცენტრის ფართობი 7272 კვადრატული მეტრია, დახურული შენობის ფართობი კი - 4 494 კვადრატული მეტრი.
"ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაკეთდება დედაქალაქში ღია საცურაო აუზი. ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დახურული საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, სპორტული სივრცეები, ჩოგბურთის და პადელის კორტები. ასევე საკვები ობიექტიც იქნება გათვალისწინებული. ეს ტერიტორია, რასაც ვხედავთ ჩვენს ზურგს უკან, მთლიანად იქნება ათვისებული, გამოყენებული. აქ არის საკმაოდ კარგი ხე-მცენარეები, რომლებიც შენარჩუნებული იქნება, პარკიც გაკეთდება, რომელიც კეთილმოწყობილი იქნება ყველანაირად", - აცხადებს თბილისის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე