თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. გახსნის ღონისძიებაზე, მაყურებლის წინაშე თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით, გორის ქალთა კამერული გუნდი წარსდგა.
თითქმის ორსაათიანი კონცერტი ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85-ე წლისთავს მიეძღვნა, სადაც შეასრულეს იოსებ კეჭაყმაძის, იოსებ ბარდანაშვილის,ჯემალ ბეგლარიშვილის, გიორგი ჩლაიძის, დები იშხნელების, ოთარ დიხამინჯიას, მერაბ გაგნიძის ნაწარმოებები.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2025 წლის მუსიკალური ფესტივალი 19-25 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა მასტერკლასები.
ელისო ვირსალაძის დაარსებულ ყოველ წლიური ფესტივალი კლასიკურის მუსიკის ცენტრის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.