06 აგვისტო 2026,   05:23
ვრცლად
თსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხულ 6 ათასზე მეტ სტუდენტს რექტორი და ფაკულტეტების დეკანები შეხვდებიან და სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ.

არსებული მონაცემებით, ყველაზე მეტი გრანტოსანი პირველსემესტრელი თსუ-ში ისწავლის. ასევე, ყველაზე მეტი 100%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტი სწორედ თსუ-ში ჩაირიცხა.

დღის ამბები