11 აგვისტო 2026,   15:37
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში მე-12 ადგილზე გავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის "ოქროს ბურთის" ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-12 ადგილზე გავიდა, - ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებს გადაასწრო, როგორებიც - ვინისიუს ჟუნიორი, რობერტ ლევანდოვსკი, ჰარი კეინი, ლაუტარო მარტინესი, ჯუდ ბელინგემი, დეზირე დუე და სხვები არიან.

"პარი სენ-ჟერმენთან" ერთად კვარაცხელიამ 2025 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერ თასი მოიგო.

2025 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

 

დღის ამბები