1909 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე პირველი ხმის ჩამწერი სტუდია გაიხსნა - მაღაზია გრამაფონი, სადაც ბრიტანელები გრამაფონებს ყიდდნენ და თან ქართული პოლიფონიური მუსიკას ვინილებზე იწერდნენ. სწორედ ასე მოაღწია ჩვენამდე აქამდე უცნობმა და ნაცნობმა ფოლკლორულმა ხმებმა. უნიკალურ ფირფიტებზე ჩაწერილი იყო გურული ხალხური სიმღერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომღერლის - სამუელ ჩავლეიშვილის სიმღერები.
ეს ფირფიტები დღეს ქართული მუსიკალური მემკვიდრეობისა და ეთნო-კულტურული იდენტობის დაცვის იშვიათი მაგალითია. მათზე ჩაწერილი სიმღერები კი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, როგორი იყო მაშინდელი მომღერლების საშემსრულებლო იმპროვიზაცია.
თბილისის გრამაფონის მაღაზია მთელ ამიერკავკასიას ემსახურებოდა. იწერდნენ სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ, სპარსულ მუსიკას. კატალოგები თბილისში რამდენიმე ენაზე გამოდიოდა.
ჩამოდიოდნენ, როგორც კახეთიდან, ასევე, იმერეთიდან. ყველაფერი ის, რაც უნიკალური იყო ფირფიტებზე იწერებოდა, ასე შემოუნახა გრამაფორმა საქართველოს პოლიფონიური მუსიკის საუკეთესო ნიმუშები და მათი შემსრულებლების ხმები.
ქართული ხმების შემგროვებელი ანზორ ერქომაიშვილი, სწორედ იმ უნიკალურ ჩანაწერებს სწავლობდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებშია დაცული.
ქართული პოლიფონიური მუსიკის საუკუნოვანი ფირფიტები ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობაა. მასში ცოცხლდებიან ხმები და ის საშემსრულებლო ოსტატობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ჩვენამდე მოაღწია.