08 აგვისტო 2026,   15:34
ვრცლად
ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას, 1 700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას, 1 700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს. მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის პროცესს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო.

პროექტს კომპანია "ანაგი" ახორციელებს, ბიუჯეტი კი 191 მილიონ ლარზე მეტია. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს 4 ქალაქში მიმდინარეობს.

“გათვალისწინებულია 7 ახალი კორპუსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს, დაახლოებით 240 ბინას, გათვალისწინებული იქნება პრაქტიკულად მაღალი ხარისხის რემონტით სრულფასოვანი ბინების გადაცემა დევნილი მოსახლეობისთვის, მათი სულადობის მიხედვით, და ეს არის პრაქტიკულად ისეთი მასშტაბის პროექტი, რომელიც თითოეული დევნილის პრობლემას, რომელსაც უშუალოდ დღეს აქვს მწვავე პრობლემა საცხოვრებლის, პრაქტიკულად თითოეული მათგანისთვის ეს იქნება პრობლემის გადაჭრისთვის სრულფასოვანი საშუალება“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები