08 აგვისტო 2026,   03:32
ვრცლად
თბილისის ანძა მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს - 3 წელიწადში, ანძა განახლებული ვიზუალით და უფრო მეტი ფუნქციით, მოქალაქეებს და ტურისტებს უმასპინძლებს

თბილისის ანძა მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. პირველი სატელევიზიო კოშკი, რომელიც უკვე 70 წელია დედაქალაქის მთავარი სიმბოლოა, 3 წელში, განახლებული ვიზუალით და უფრო მეტი ფუნქციით, მოქალაქეებსა და ტურისტებს უმასპინძლებს.

პროექტის განხორციელებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია. შერჩეულია კომპანიაც. ანძის ქვედა ნაწილში მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი. 70 მეტრ სიმაღლეზე კი კვების ობიექტები, მუზეუმები და რეკრეაციული სივრცეები განთავსდება.

პროექტის ფარგლებში, ტელეანძას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შეიცვლება დაზიანებული ინფრასტრუქტურა, განახლდება განათების სისტემა. შეიღებება სრულად, თუმცა ზუსტად იგივე ფერებში, როგორც ეს გასული შვიდი ათეული წლის მანძილზე იყო.

თბილისის ანძის სრული განახლება 2028 წელს დასრულდება. სამუშაოებისთვის ოთხი მილიონი დოლარი დაიხარჯება.

დღის ამბები