საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, კახეთის რეგიონში, კოლეჯ "აისში" პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და კოლეჯების დირექტორებთან ერთად, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო თემებზე მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა პერმანენტულად გაიმართება და თითოეულ შეხვედრაზე, წევრები ეტაპობრივად განიხილავენ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.